რეზონანსი
26.10.2025

 პასპორტი ჩამორთმეულია, ქვეყნის დატოვება აკრძალული, ბრალი აღიარებული, კაცი, რომელსაც ორჯერ ეკავა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობა, სასამართლოს წინაშე ახლა ბრალდებულის სტატუსით წარდგა. ირაკლი ღარიბაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

სახელმწიფო თანამდებობა, პირადი შემოსავლის წყაროდ - ყოფილ პრემიერს ერთი თვე აქვს მილიონი ლარის გირაოს გადასახდელად. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მაღალი სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ღარიბაშვილი არასანქცირებული გზით იღებდა დიდ ფინანსურ სარგებელს, რომელსაც ოჯახის წევრებზე აფორმებდა, როგორც ბიზნესებს, ისე ძვირადღირებულ ქონებას.

საუბარია ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ავტომობილებზე, ღვინის ქარხნების 100%-იან წილებსა და სახლში ნაპოვნ მილიონებზე. ეჭვის ქვეშ დგას დეკლარაციებში მითითებული განმარტება "მამის საჩუქარი" - რაც გამოძიების ვერსიით, შეგნებულად იყო გამოყენებული შავი ფულის გასათეთრებლად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×