რეზონანსი
26.10.2025

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას ეხმიანება, რომელიც “ჭიათურობა 2025-ის” ფარგლებში ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა პერფორმანსმა გამოიწვია.

მისივე შეფასებით, ყველა, ვინც ამ ბავშვებს აგინებს საქართველოს სიყვარულის გამო, უსამშოლო ნაძირლები არიან.

“ჭიათურაში ბავშვებმა თეატრალური დადგმა წარმოადგინეს, რომლის კულმინაცია იყო საქართველოს გაერთიანება. სკოლის მოსწავლეებმა, ჰიმნის თანხლებით დროებით ოკუპირებული რეგიონებით გააერთიანეს საქართველო.

p.s. ყველას, ვინც ამ ბავშვებს აგინეთ საქართველოს სიყვარულის გამო, საკუთარ თავს დაუსვით კითხვა - ვინ ხართ, რა ჯიშის რა რჯულის უსამშოლო ნაძირლები ხართ?” - წერს ქადაგიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×