რეზონანსი
26.10.2025

 პოლიციამ პარიზის ლუვრის მუზეუმის ძარცვაში ეჭვმიტანილი ოთხი პირიდან ორი პირი დააკავა, - ინფორმაციას BBC-ი ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პარიზის პროკურატურის ცნობით, ერთ-ერთი მამაკაცი შარლ-დე-გოლის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ლუვრის მუზეუმის „აპოლონის გალერეადან" 88 მილიონი ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს. საფრანგეთის პოლიციის ცნობით, ქურდები შენობაში ოთხი წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×