რეზონანსი
26.10.2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დაკავებული ჩინეთის სამი მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სამივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. არცერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.

ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით. ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, ქვეყანაში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×