რეზონანსი
26.10.2025

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ არ დაეთანხმება რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინთან, შეხვედრას მანამ, სანამ არ იქნება გარკვეული წინასწარი ხედვა უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარების შეთანხმებაზე.

ამერიკელი ლიდერის ეს განცხადება გაკეთდა ჟურნალისტებთან საუბრის დროს, რომლის აუდიოჩანაწერიც თეთრი სახლის ვებგვერდზე გავრცელდა. ტრამპმა ასევე ისაუბრა ჩინეთის მიერ რუსეთის ნავთობის შესყიდვების შემცირებაზე:

„ჩინეთი მნიშვნელოვნად ამცირებს რუსეთის ნავთობის შესყიდვებს. ინდოეთი კი მთლიანად წყვეტს შესყიდვებს,“ - განაცხადა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×