რეზონანსი
26.10.2025

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და იმე­რეთ­ში. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 4 წლის თომა კუბ­ლაშ­ვი­ლი გლან­დე­ბის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი მომ­ხდარ­ში ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ კლი­ნი­კა­ში ბავ­შვის მი­მართ გულ­გრი­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს.

ცნო­ბი­ლია, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ბავ­შვი სახ­ლში გა­მო­წე­რეს, რის შემ­დე­გაც მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სახ­ლში მოს­ვლის შემ­დეგ ბავ­შვს სის­ხლის კოლ­ტე­ბი ამოჰ­ქონ­და, რის შემ­დე­გაც მშობ­ლებ­მა ბავ­შვი კვლავ კლი­ნი­კა­ში წა­იყ­ვა­ნეს და ექი­მებს მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ აც­ნო­ბეს. მა­ლე­ვე თომა კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"ამბები" ე­სა­უბ­რა კლი­ნი­კა „გი­დის“ დი­რექ­ტორს დი­მიტ­რი მხე­ი­ძეს. სწო­რედ ამ კლი­ნი­კა­ში ჩა­უ­ტარ­და პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნას ოპე­რა­ცია.

"თო­მას ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და ჩვენ­თან კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამ მერე გა­ე­წე­რა ჩვე­ნი კლი­ნი­კი­დან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. შემ­დეგ დე­დამ და­უ­რე­კა მის მკურ­ნალ ექიმს და უთხრა ბავ­შვს დენა აქ­ვსო, აღე­ბი­ნა სის­ხლი­ა­ნი, ერთჯე­რა­დად. მო­იყ­ვა­ნეს ბავ­შვი კლი­ნი­კა­ში, და­ათ­ვა­ლი­ე­რა ექიმ­მა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ჰქონ­და სის­ხლდე­ნის კვა­ლი. ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად ჰქონ­და, ნა­დე­ბე­ბიც, ყვე­ლა­ფე­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად, მა­ინც და­ა­ყოვ­ნა ექიმ­მა ბავ­შვი კლი­ნი­კა­ში, თა­ვი­სი ინ­ტუ­ი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ ჰყავ­და. რამ­დე­ნი­მე­ჯერ პა­ლა­ტა­შიც შე­ვი­და, თა­ვის ხე­ლით აჭ­მევ­და ბავ­შვს. ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და. ბავ­შვი ცო­ტას ჭირ­ვე­უ­ლობ­და და უცებ ატყდა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნა.

ბავ­შვი არ აღებ­და პირს და ამი­ტომ გახ­და სა­ჭი­რო ანეს­თე­ზია. უნდა და­ე­ძი­ნე­ბი­ნათ, უბ­რა­ლოდ, მა­ნი­პუ­ლა­ცია იყო სა­ჭი­რო, რომ მო­ეწ­ვათ სის­ხლძარ­ღვი. და­ა­ძი­ნეს ბავ­შვი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად სის­ხლძარ­ღვი მო­იწ­ვა, გა­ჩერ­და სის­ხლდე­ნა და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ბავ­შვის გული გა­ჩერ­და.

არა­ნა­ი­რი მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ მაქვს ჯერ­ჯე­რო­ბით რომ რა­ი­მე ვერ­სი­ებ­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ და­ვე­ლო­დოთ ექ­სპერ­ტი­ზას. ერთი რამ შე­მიძ­ლია და­დას­ტუ­რე­ბით ვთქვა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი იყო გა­სა­კე­თე­ბე­ლი ჩა­უ­ტარ­და. რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გებ­მაც და მის­მა მკურ­ნალ­მა ექიმ­მა. მე პი­რა­დად ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ვეხ­მა­რე­ბო­დი, ყვე­ლა ფეხ­ზე ვი­ყა­ვით და მაქ­სი­მუ­მი გა­ვა­კე­თეთ, რაც კი შე­საძ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ გარ­და­იც­ვა­ლა. ასე­თი შემ­თხვე­ვა იყო იმ ქი­რურ­გის პრაქ­ტი­კა­შიც პირ­ვე­ლია და მე სა­ერ­თოდ ნა­ნა­ხიც არ მქონ­და ასე­თი შემ­თხვე­ვა ჩემი 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მძი­მე ფაქ­ტია. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გაჰ­ყვე­ბა ექიმს ეს, მი­თუ­მე­ტეს ექიმ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ გა­და­ერ­ჩი­ნა. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს. ჩათ­ვა­ლეთ რო­გორც სტკი­ვა ოჯახს, ისე სტკი­ვა ზუს­ტად ქი­რურ­გსაც და ყვე­ლა იმას, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო და ცდი­ლობ­და ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნას. დე­დაც იქ იყო და ყვე­ლა უყუ­რებ­და, რა­საც ვა­კე­თებ­დით. უფ­ლის წი­ნა­შე ტყუ­ილს ვერ ვი­ტყვი. უფ­ლის წი­ნა­შე ვა­გებთ ყვე­ლა პა­სუხს ჩვენ საქ­ცი­ელ­ზე და მე პი­რა­დად რაც ვნა­ხე იქ, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე თავს დავ­დებ და ხატ­ზე და ბიბ­ლი­ა­ზე და­ვი­ფი­ცებ, რომ მაქ­სი­მუ­მი გა­კეთ­და. მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც უბ­რა­ლოდ აღარ იყო", - განუცხადა "ამბებს" კლინიკის დირექტორმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×