
ლალი იმერლიშვილი უკვე რამდენიმე წელია, რაც გალობას სრულიად უსასყიდლოდ ასწავლის. ამბობს, რომ მოსწავლეებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. მისი დაბადების დღე არასდროს ავიწყდებათ და ყოველ წელს ღამის 12 საათზე მასთან სახლში მიდიან. წლევანდელი დაბადების დღე კი გამორჩეული იყო. პედაგოგი გვეუბნება, რომ ამას კარგ სიზმარშიც კი ვერ ნახავდა. ლალი მასწავლებელს მანქანა აჩუქეს. თანხას კი 6 თვის განმავლობაში მისგან ფარულად აგროვებდნენ.
ამბობს, რომ ერთმანეთთან ასეთი ურთიერობა მათი მოძღვრის დამსახურებაა.
"ზაჰესის, გრიგოლ ხანცთელის ტაძრის წინამძღვარი, მამა გურამი ბერძული, ამავე ტაძრის მღვდელმსახური, მამა ვახტანგი ოდიშელიძე და ყველაზე მთავარი და ყველაზე დიდი სიყვარული მათი მოძღვარი არქიმანდრიტი ელისეა, ამათგან მოდის ეს დიდი სიყვარული, სითბო და ერთგულება," - ამბობს ლალი იმერლიშვილი.
თეკლა 3 წლის იყო, როცა მამა ზღვაში დაეხრჩო, რამდენიმე წლის შემდეგ, კი დედას თავში ანევრიზმა გაუსკდა და დაიღუპა. თეკლას ზაჰესში ახლა ბებია ზრდის.
2019 წელს თეკლამ რუსულ მუსიკალურ შოუში მიიღო მონაწილეობა და ჟიურის აღფრთოვანება დაიმსახურა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე