
აშშ-ის მიერ რუსულ ენერგოგიგანტებზე - „როსნეფტსა" და „ლუკოილზე" - დაწესებულმა სანქციებმა გლობალური ენერგობაზარი შეარყია: ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა საზღვაო გზით რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა, ინდოეთმა კი იმპორტის შემცირება გადაწყვიტა. ექსპერტების შეფასებით, ეს ნაბიჯები გლობალური ფასების ზრდას გამოიწვევს და რუსეთს დისკომფორტს შეუქმნის.
ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა საზღვაო გზით რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა მოსკოვის ორ უდიდეს ნავთობკომპანია „როსნეფტსა" და „ლუკოილს"სანქციები დაუწესა - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერზი" ავრცელებს.
პარალელურად, ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველები არიან (საზღვაო გზით), მოსკოვიდან ნედლი ნავთობის იმპორტის მკვეთრად შემცირებას აპირებენ, რათა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებს გვერდი აუარონ,
რუსეთის ორი უმსხვილესი მომხმარებლის მიერ ნავთობზე მოთხოვნის მკვეთრი ვარდნა მოსკოვის ნავთობის შემოსავლებზე ზეწოლას მოახდენს და მსოფლიოს უმსხვილეს იმპორტიორებს ალტერნატიული მარაგების მოძიებას და გლობალური ფასების აწევას აიძულებს, წერენ გავლენიანი გამოცემები.
საინტერესოა ისიც, რომ როიტერზის წყაროების ცნობით, ჩინეთის ეროვნული ნავთობკომპანიები PetroChina (601857.SS) ახალ სავაჭრო ხაზს ხსნის, Sinopec, CNOOC და Zhenhua Oil კი, სანქციებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, უახლოეს მომავალში საზღვაო გზით რუსული ნავთობის შეძენისგან თავს შეიკავებენ.
ცნობისთვის, ჩინეთი ზღვით დღეში დაახლოებით 1.4 მილიონ ბარელ რუსულ ნავთობის იმპორტს ახორციელებს. ტრეიდერების თქმით კი „როსნეფტი" და „ლუკოილი" თავიანთი ნავთობის უმეტეს ნაწილს სწორედ ჩინეთის შუამავლების მეშვეობით ყიდდნენ.
ამასობაში, დამოუკიდებელი გადამამუშავებელი კომპანიები, სავარაუდოდ, შეწყვეტენ შესყიდვებს სანქციების გავლენის შესამცირებლად, მაგრამ მაინც შეეცდებიან რუსული ნავთობის შესყიდვების გაგრძელებას, განაცხადა რამდენიმე ტრეიდერმა.
ტრეიდერების თქმით, ინდოეთი და ჩინეთი, სავარაუდოდ, სხვა მარაგებზე გადავლენ, რაც ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და ლათინური ამერიკიდან არასანქცირებული ნავთობის ფასებს გაზრდის.
„სანქციებს გვერდი უნდა ავუაროთ"
აშშ-ს პრეზიდნეტის მიერ გუშინ ორ რუსულ ენერგო გიგანტზე დაწესებული სანქციები მოსაწონი არც უნგრეთიც პრემიერ ვიქტორ ორბანისთვის აღმოჩნდა.
„უნგრეთი მუშაობს იმაზე, თუ როგორ აუაროს გვერდი აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს," -თქვა განაცხადა.
ამბობს, რომ უნგრული ნავთობისა და გაზის კომპანია მოლ-ის ( MOL) წარმომადგენლებს აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე ესაუბრა. მოლ-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები უნგრეთსა და სლოვაკეთში, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 14.2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავებაა, „დრუჟბას" მილსადენის მეშვეობით ტრანსპორტირებულ რუსულ ნედლეულზე არიან დამოკიდებულები. თუმცა, ამ კომპანიის შვილობილმა კომპანიამ სლოვაკეთში, Slovnaft-მა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მის ოპერაციებზე აშშ-ის სანქციების შესაძლო გავლენას აანალიზებს.
გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს იმედი აქვს, რომ აშშ გერმანული კომპანიებისთვის გამონაკლისს დაუშვებს და სანქციებისგან გაათავისუფლებს, - ინფორმაციას „ბლუმბერგი" ავრცელებს.
„ამას ამერიკელებთან განვიხილავთ. ვვარაუდობ, რომ „როსნეფტისთვის" შესაბამისი გამონაკლისი დაიშვება", - განუცხადა მერცმა ჟურნალისტებს.
ამასთან, ვრცელდება ცნობები იმაზეც, რომ გერმანიის ხელისუფლება ცდილობს „როსნეფტის" გერმანული შვილობილი კომპანიები აშშ-ის ახალი სანქციებისგან დაიცვას. სააგენტოს ცნობით, რამდენიმე ბანკმა უკვე განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციებმა შესაძლოა მათ ხელი შეუშალოს გერმანიაში რუსული ნავთობკომპანიის შვილობილ კომპანიებთან ბიზნეს ურთიერთობაში.
„როიტერზის" ინფორმაციით, ოთხშაბათს, გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ ფირმებსა და ბანკებს ნებას რთავს, მომავალი წლის მარტამდე გააგრძელონ თანამშრომლობა Rosneft Deutschland GmbH-თან და RN Refining & Marketing GmbH-თან, რომლებიც გერმანიის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არიან.
რას ამბობს პუტინი
რუსეთის პრეზიდნეტ ვლადიმირ პუტინის თქმით, სანქციებს გარკვეული შედეგები ექნება, მაგრამ საგრძნობლად არ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ამასთან, მან არამეგობრულ აქტად შეაფასა სანქციები და თქვა, რომ „თავმოყვარე ქვეყანა" არაფერს წყვეტს ზეწოლის ქვეშ.
„რაც შეეხება ახალ სანქციებს. უპირველეს ყოვლისა, არაფერი ახალი ამაში არ არის. კი, მას ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ხასიათი აქვს, ეს გასაგებია, და გარკვეული შედეგები ექნება, მაგრამ საგრძნობლად მაინც ვერ აისახება ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.
ცნობილია, რომ თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს პრეზიდენტმა ტრამპმა სანქციების ყველაზე დიდი რაოდენობა შემოიღო. მათ დღეისთვის ორი ასპექტი აქვთ: წმინდა პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც.
რაც შეეხება პოლიტიკურს, რაზეა აქ საუბარი? ეს, რა თქმა უნდა, რუსეთზე ზეწოლის მოხდენის მცდელობაა. არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა და არც ერთი თავმოყვარე ერი არაფერს წყვეტს ზეწოლის ქვეშ...
მეორე - ეს წმინდად ეკონომიკური შემადგენელია.
მაგრამ თუ პოლიტიკურ ნაწილზე ვისაუბრებთ, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, არამეგობრული აქტია რუსეთის მიმართ, ეს თვალსაჩინოა, და ეს არ ამყარებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს, რამაც სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო აღდგენა. რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებებით აშშ-ის ადმინისტრაცია ზიანს აყენებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს", - განაცხადა პუტინმა.