რეზონანსი
24.10.2025

საქართველოში წარმოდგენილი აგენტურის მიზანი ქვეყნის დაზიანებაა, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა რადიკალური ოპოზიციის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მცდელობის შესახებ თემაზე კომენტირებისას.

მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელსა თუ სხვა დედაქალაქებში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად დარბის.

„რადიკალების მიერ ქვეყნის ევროპული მომავლის საწინააღმდეგოდ განხორციელებულ ქმედებებში ჩანს ორი მიდგომა: ჯერ დარბიან ბრიუსელსა თუ სხვა დედაქალაქებში და ითხოვენ საქართველოს ევროინტეგრაციის შეფერხებას და როცა ეს არ გამოსდით, ცვლიან თავიანთ ნათქვამს და აცხადებენ, იმიტომ დავრბოდით, საქართველოსთვის ხელი უნდა შეგვეწყოო. სინამდვილეში, ყველამ კარგად იცის, რომ ისინი სწორედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის შესაფერხებლად დარბიან“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×