რეზონანსი
24.10.2025

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა გამართა შეხვედრა აშშ-ის სენატის სახელმწიფო უშიშროებისა და სამთავრობო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარესთან, რესპუბლიკელ სენატორ რენდ პოლთან, რომელიც ასევე სენატის საგარეო ურთიერთობათა, ჯანმრთელობის შრომისა და პენსიების, ასევე მცირე ბიზნესისა და წარმოების კომიტეტების წევრია. 

შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივებს. ასევე განხილული იქნა რეგიონში განვითარებული მოვლენები, სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობა და საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში არსებული აქტუალური საკითხები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×