რეზონანსი
22.10.2025

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ დაინახა, რომ რუსთაველზე გამოფენილი ჯოგის მიმართ ხელისუფლების ხანგრძლივ ტოლერანტობას, რომელსაც ალბათ ჰქონდა თავის მიზეზები, ვადა ამოეწურა და რადიკალების ჯოგმა მიიღო კანონით გათვალისწინებული ქმედებები, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძე იმედოვნებს, რომ აღნიშნული მოვლენები საფუძველი გახდება და კანონის დარღვევა აღარავის შერჩება.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ დაინახა, რომ რუსთაველზე გამოფენილი ჯოგის მიმართ ხელისუფლების ხანგრძლივ ტოლერანტობას, რომელსაც ალბათ ჰქონდა თავის მიზეზები, ვადა ამოეწურა და რადიკალების ჯოგმა მიიღო კანონით გათვალისწინებული ქმედებები.

არ მოეწონათ, რადგან გაუტკბათ რუსთაველის გამზირის დაუსჯელი გადაკეტვა და მერე ფოტო/ვიდეო მასალის დაგზავნა ევროპაში, სადაც ამას ტაშს უკრავდნენ. იმედია, რომ დღევანდელი დღე გახდება შემობრუნების წერტილი და კანონის დარღვევა არავის შერჩება”, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×