რეზონანსი
22.10.2025

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელურ დისკუსიაზე - „გლობალური ვაჭრობის განახლება“ - ევროპარლამენტის წევრმა, რუმინეთის წარმომადგენელმა კრისტიან ტერესმა ევროკავშირის სტრატეგიულ ხედვაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად.

„თუ დავაკვირდებით საქართველოს და რუმინეთს რუკაზე, ეს არის ორი კარიბჭე ევროპის და აზიის დასაკავშირებლად. ევროკავშირს აქვს შავი ზღვის შესახებ თავისი სტრატეგიული ხედვა, სადაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც საქართველო, ასევე რუმინეთი“, - აღნიშნა ტერესმა.

მისი თქმით, ეს სტრატეგიული ხედვა შავ ზღვას გასცდა და მასში შევიდა ცენტრალური აზიის ქვეყნებიც.

„ასე რომ, სწრაფად ვაკავშირებთ მილიონობით ადამიანს სტრატეგიულ დონეზეც, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი და მოსაძებნია საუკეთესო ვარიანტები ამ სტრატეგიის განსახორციელებლად“, - აღნიშნა ევროპარლამენტის წევრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×