რეზონანსი
22.10.2025

ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სახაროვის პრემიის გამარჯვებულად დასახელების ფაქტს ეხმიანება, რომელიც სასჯელს პოლიციელზე ძალადობისთვის იხდის.

გეგეჭკორის განცხადებით, მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა ისეთი ქვეყნიდან, როგორიც საფრანგეთია, სადაც ადამიანს განურჩევლად სქესისა, მსგავსი ქმედების ჩადენისთვის ჯერ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ და შემდეგ, შესაბამის სასჯელსაც მიუსჯიდნენ.

„მზია ამაღლობელს პრემია მისცეს იმ ქვეყანაში, სადაც იგივე დანაშაულზე ადამიანს ჯერ ცემაში გახევდნენ სქესის მიუხედავად და მერე ციხეს დააშენებდნენ თავზე. ძალიან სამართლიანია ევრობიუროკრატია, ძალიან“, - წერს ლიზა გეგეჭკორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×