რეზონანსი
22.10.2025

ერთადერთი შედეგი, რაც ასეთ წერილებს ექნება არის ის, რომ საზოგადოება დაინახავს, ევრობიუროკრატებს უარი აქვთ ნათქვამი დიპლომატიაზე და ისინი საქართველოში ძალადობის წამახალისებლები არიან, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა, ევროკავშირის ელჩის მხარდამჭერ წერილზე, რომელიც მან შარშანდელი არჩევნების შემდეგ, ძალადობის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ზვიად ცეცხლაძეს ციხეში მიწერა.

მისი თქმით, ეს წერილი ძალადობის და ექსტრემიზმის ღია მხარდაჭერაა.

„ეს წერილი არის მხარდაჭერა კრიმინალის, ძალადობის და ექსტრემიზმის. იმის ნაცვლად, რომ ბატონი ელჩი დაკავებული იყოს დიპლომატიური მისიის განხორციელებით, მას სურს უხეშად შეიჭრას სტრასბურგის მოსამართლის კომპეტენციაში. ერთადერთი შედეგი, რაც ასეთ წერილებს ექნება არის ის, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ სამწუხაროდ ევრობიუროკრატებს უარი აქვთ ნათქვამი დიპლომატიაზე და ისინი საქართველოში სამწუხაროდ ძალადობის წამახალისებლები არიან“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×