რეზონანსი
22.10.2025

საქართველოს მოქალაქეებს უნდა აუხსნან, რა მოხდა, რისი მცდელობა იყო 4 ოქტომბერს, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხადა.

თამარ კეკენაძის განმარტებით, ვიდრე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები - „ნაცმოძრაობა“ და მასთან ასოცირებული ადამიანები, არ ახსნიან, რა მოხდა 4 ოქტომბერს, მათ განცხადებებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.

„ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა განცხადებებს და შეფასებებს აკეთებენ ეს უპასუხისმგებლო ადამიანები. მათ თუ რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა შემორჩათ, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს აუხსნან, რა მოხდა 4 ოქტომბერს, რისი მცდელობა იყო 4 ოქტომბერს.

ჩვენ ვიცოდით, რაც მოხდებოდა და რა შედეგიც დადგებოდა. ვაფრთხილებდით საქართველოს მოქალაქეებს, რომ ეს ყველაფერი, ბოიკოტი და მათ შორის, დაანონსებული გადატრიალებები მხოლოდ გაამყარებდა „ქართული ოცნების“ რეჟიმს და ასეც მოხდა. ამიტომ ვიდრე ეს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, „ნაცმოძრაობა“, მასთან ასოცირებული ადამიანები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანებს მოუწოდებდნენ, არ მოსულიყვნენ არჩევნებზე, არ გამოვლენ და არ აიღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, არ ახსნიან, რა მოხდა 4 ოქტომბერს, ჩვენთვის მათ განცხადებებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება“, - აღნიშნა თამარ კეკენაძემ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×