რეზონანსი
22.10.2025

აზერბაიჯანი და საქართველო დღეს წამყვან როლს თამაშობენ რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში ახალ ფორმატში და ახალ ფორმაციაში, რომ ახალი სატრანსპორტო, ახალი ლოგისტიკური მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას ევრაზიული მარშრუტის გზაზე, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი დღეს სანდო პარტნიორები არიან, არამარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებითაც.

„ბატონო ირაკლი, საქართველოს პრემიერ-მინისტრო, ბატონო ნიკოლ, სომხეთის პრემიერ-მინისტრო და დარბაზში მყოფ დელეგატებსაც მივესალმები და მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ტრადიციული მოწვევისთვის, ძალიან გულთბილი მიღებისთვის და ფორუმის შესანიშნავი ორგანიზებისთვის. ძალიან მახარებს, რომ დავბრუნდი საქართველოს დედაქალაქში. ყოველწლიურად თბილისი კიდევ უფრო შესანიშნავი ხდება, ქალაქი იზრდება, ვითარდება და გასულ წელს რომ შევადაროთ, ძალიან შთამბეჭდავია ზრდა და განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია წლევანდელი ფორუმის თემატიკა. რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ფორუმი იქცა პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმად, სადაც ხდება იდეების გაცვლა რეგიონულ, გლობალურ საკითხებზე და დღის წესრიგზე. ბოლო მოვლენები, რომელიც გლობალურად ვითარდება და განსაკუთრებით ის გამოწვევები, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის და ტრანსპორტის მიმართულებით იქცევა ჩვენ დისკუსიის საგნად, ხაზს უსვამს ამ თავშეყრის მნიშვნელობას“, - განაცხადა ალი ასადოვმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო საუკუნეების განმავლობაში ისტორიული აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ, დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებდნენ და თამაშობდნენ იმ ხიდის როლს, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებდა და წვლილი შეჰქონდა განვითარებაში, ვაჭრობაში და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაში, აძლიერებდა კულტურულ, ჰუმანიტარულ გაცვლის პროგრამებს.

„აზერბაიჯანი და საქართველო დღეს წამყვან როლს თამაშობენ ამ აქცენტების გაძლიერებაში, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში ახალ ფორმატში და ახალ ფორმაციაში, რომ ახალი სატრანსპორტო, ახალი ლოგისტიკური მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას ევრაზიული მარშრუტის გზაზე. წლების განმავლობაში მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები, რომელიც აკავშირებს საქართველოს და აზერბაიჯანს, გადაიქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეტაპო მოვლენად ამ რეგიონის სტაბილურობისა და მშვიდობისათვის. ჩვენი ქვეყნები დღეს სანდო პარტნიორები არიან, არამარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებითაც. სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულება ტრადიციულად ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. ეს მიმართულება უფრო დიდი პოტენციალის მქონეა, გაიზრდება ვაჭრობა, ინვესტიციები და გაიხსნება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები“, - აღნიშნა ასადოვმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×