რეზონანსი
21.10.2025

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მე-7 მიკრორაიონში სამ პირს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ახალგაზრდა კაცს დანით ჭრილობა მიაყენეს. 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთავში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას 1976 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ზ.ე.-მ მუცლისა და ფეხის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ზ.ე. და ნ.ნ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დაჭრილი კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. ახლა პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×