
,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელნა ზვიად ტომარაძენ საქრთველო დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. გადაწყვეტილების მიზეზებზე მან ვრცელი მიმართვა გამოაქვეყნა:
"ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ემიგრაციაში წასვლა მომიწევდა…
13 წლის მანძილზე რაც შემეძლო გავაკეთე, ყოველთვის უანგაროდ ვიცავდი ერის ინტერესებს, არასდროს შემისრულებია ვინმეს დავალება, არც რაიმე საზღაური ამიღია არასდროს, 2015–2016 წლებში რამდეჯერმე უარი ვთქვი მიმზიდველ პოლიტიკურ შემოთავაზებებზე, რადგან ვერ ვუღალატებდი იმ პრინციპებს რაც ჩემთვის ცხოვრებაში მთავარი ღირებულებები იყო...
ყოველთვის საამაყო იქნება 47 კანონპროექტი, საიდანაც 4 კონსტიტუციაში ჩაიწერა და 3 კანონმდებლობაში. მრავალ უკეთურებასთან ბრძოლა, ფერეიდნელებისათვის ჩატარებული 12 პროექტი და ბრძოლა კოვიდტერორის წინააღმდეგ, სადაც უამრავი ადამიანი გადავარჩინე ტერორსა და იძულებას, ხოლო მრავალი ბიზნესი გაკოტრებას…
სწორედ კოვიდტერორის წინააღმდეგ ჩატარებული მრავალათასიანი აქციების შემდეგ სისტემა მიხვდა, რომ უფინანსოდ და ტელემედიის იგნორის გარეშე 20 000 კაცის გამომყვანი საშიში ვიყავი მისთვის და სპეცსამსახურების ორგანიზებით სოცქსელებში წამოვიდა ცილისწამებებისა და სიბინძურის ტალღა, სადაც ე. წ. “ეროვნულებიც” მონაწილეობდნენ… დავიბლოკე თითქმის ყველა მედიაში, შემიზღუდეს ფეისბუკი და ფაქტობრივად გამანეიტრალეს.
საზოგადოებრივი საქმიანობის მანძილზე ბევრი ღალატი, უმადურობა და სიბინძურე ვნახე, მიუხედავად ამისა, საჯაროდ თითქმის არასდროს (ერთეული შემთხვევების გარდა) არ მისაუბრია ამ საკითხებზე…
სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი იჯერებდა დაწერილ ცილისწამებებს და მონაწილეობდა ჩემს ლანძღვაში…
ნათქვამია: “როცა ბრმას მხედველობა დაუბრუნდება, გადააგდებს იმ ჯოხს, რომელიც მას გასაჭირში ყოველთვის ეხმარებოდაო!” უბედურება იმაშია, რომ თვალიც არ ახელიათ ისე მომიშორეს, არადა კიდევ შემეძლო დახმარება…
უფალს ვთხოვ ყველანი კარგად გამყოფოთ, თუმცა, როდესაც ქვეყანს ასეთი ვაჭრუკანა ხელისუფლება, ასეთი უსუსური პოლიტიკური სპექტრი და ფარისეველ–კონფორმისტი საზოგადოების უმრავლესობა ჰყავს, ოპტიმიზმის იმედი ნაკლებად მაქვს…
დიდი მადლობა ბოლომდე ერთგულ ადამიანებს, ვინც გვერდში მედგა და ვისაც სჯეროდა ჩემი!
P.S. ალბათ ბედის ირონიაა, რომ სამშობლო 1-ელ ოქტომბერს დავტოვე, ანუ ზუსტად 13 წლის შემდეგ, რომელი ხელისუფლების სათავეში მოსაყვანადაც, მაშინ ჩემი წვლილი მეც შევიტანე".