რეზონანსი
20.10.2025

პუტინსა და ზელენსკის ერთმანეთი ნამდვილად სძულთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან, ენტონი ალბანეზესთან შეხვედრის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, „კიდევ ერთი ომი აქვს დასასრულებელი".

„ეს რუსეთი და უკრაინაა და ვფიქრობ, ამას დავასრულებთ, მაგრამ რთული აღმოჩნდა. ეს ორი ლიდერია, რომელთაც ერთმანეთი ნამდვილად სძულთ. მათ ერთმანეთი ყველაფერზე მეტად სძულთ და ეს საქმეს ოდნავ ართულებს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ უკრაინას რუსეთთან ომში გამარჯვება შეუძლია, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „არასდროს უთქვამს, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ", თუმცა გამარჯვება შეუძლიათ.

„არ ვფიქრობ, რომ გაიმარჯვებენ, მაგრამ მათ გამარჯვება ჯერ კიდევ შეუძლიათ. მე არასდროს მითქვამს, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ. მე ვთქვი, რომ მათ გამარჯვება შეუძლიათ, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ომი უცნაური რამ არის და ბევრი ცუდი რამ ხდება", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×