რეზონანსი
20.10.2025

პეტერ ფიშერის წინააღმდეგ „ქართული ოცნების" წარმომადგენლების უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული ენა ღრმად შემაშფოთებელია, - ამის შესახებ აღნიშნულია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„მხარს ვუჭერთ ელჩ პეტერ ფიშერს და ჩვენს გერმანელ კოლეგებს - მის წინააღმდეგ „ქართული ოცნების" წარმომადგენლების უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული ენა ღრმად შემაშფოთებელია.

დიპლომატების ამგვარად მიზანში ამოღება არა მხოლოდ ძირს უთხრის ურთიერთპატივისცემას, არამედ ასევე საქართველოს კიდევ უფრო მეტად აქცევს იზოლაციაში", - ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გაიწვიეს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის, რათა განისაზღვროს, როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×