რეზონანსი
20.10.2025

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი,  გიორგი ფხაკაძემ „ფეისბუკის“ პირდაპირი ეთერის მეშვეობით, საზოგადოებას ამცნო თუ როგორ ეწვია Nuki Cosmetics-ის სტენდს და მომხმარებლის უფლებების სააგენტოში გასაგზავნად კვებითი დანამატები შეიძინა:

„ნუკი კაი ტიპშაა, კაი გოგოა, მაგრამ ნუ აი, ვუთხარი არ გინდა-მეთქი. ხომ გითხარი ამოიღე გაყიდვიდან-თქო, მაგრამ აჰა... ნუკი, ახლა უნდა გათრიო, რატომ მაიძულებ?

კონსულტანტმა თავისი საქმე ძალიან კარგად გააკეთა, ძალიან საყვარელია, გამიღიმა.

ნუკი, გეხვეწები, რა, ნუ მაიძულებ. უბრალოდ ამოიღე გაყიდვიდან, ერთ კვირაში ისევ მოვალ, თქვი, რომ მხოლოდ ამერიკაში ყიდი და აქ აღარ.

ის მწვანე გაგითავდა, ეს წითელი ძველი მარაგებიდან დაგრჩა, მე ასე ვფიქრობ. იმედი მაქვს, რომ ამოწურვაზე მუშაობ.

ესეც მიდის მომხმარებლის უფლებების სააგენტოში. პროდუქტზე ინფორმაცია ქართულ ენაზე არ არის დატანილი. ეს პროდუქტი არის ძაღლებისთვის!“, - ამბობს გიორგი ფხაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×