რეზონანსი
20.10.2025

ნეკა დოროყაშვილი ყოფილ დანგრეული ოჯახის და ოჯახის წევრების შესახებ საუბარს აგრძელებს და ახალ-ახალი ინფორმაციები გამოაქვს სააშკარაოზე:

„არ ვუყვარდი ნიკას დედას და ამის გამო შეგვექმნა ოჯახში დიდი პრობლემები. მერე დედამისი მეც შემზიზღდა, ვინაიდან ადამიანი როდესაც ბოროტად არის შენს მიმართ განწყობილი, შენ როგორ უნდა გიყვარდეს. მოკლედ, ძალიან ძნელია, როდესაც საყვარელი ადამიანის ოჯახის წევრებს ეზიზღები. მაშინ ორივე

გაუწონასწორებელი, პატარა ბავშვები ვიყავით. დედამისმა ჩვენს შორისაც და ჩვენშიც გააღვივა აგრესია. ნიკას სჯეროდა დედამისის, ისევე როგორც ყველას თავისი მშობლის.

რაღაც დოზით დედამისმა მანიპულაციებით გახადა მოძალადე. ისე ნიკა არასდროს არ იყო აგრესიული, როცა ერთმანეთს ვხვდებოდით და როცა მისი მშობლები არ იყვნენ ჩვენი ურთიერთობის საქმის კურსში.  ჩვენ ერთმანეთი გადავიმტერეთ ჩვენი ბავშვურობით და უსუსურობით. ვერ მოვერიეთ დიდ აგრესიას და ორივემ დიდი ტკივილი გადავიტანეთ“, - დაწერა დოროყაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×