რეზონანსი
20.10.2025

თეთრ სახლთან არის პენსილვანიის ავენიუ - სცადონ აბა და ყოველდღე, რამდენიმე საათით, ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე ათეულმა კაცმა გადაკეტოს ხოლმე ეს ქუჩა; ან, მაგალითად, ვაშინგტონში, კონგრესის გვერდით მდებარე ქუჩები გადაკეტონ - ნახავენ, რას მოიმოქმედებს აშშ-ის ხელისუფლება და როგორ იმოქმედებს იქაური პოლიცია. გარწმუნებთ, რომ ეს მოქმედება გაცილებით მკაცრი იქნება, ვიდრე რაც ამჟამად საქართველოში ხდება, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა .

მისი თქმით, სახელმწიფოს არათუ უფლება აქვს, არამედ, ვალდებულიცაა, რომ დაიცვას იმ ადამიანთა უფლებები, რომელთა თავისუფალი გადაადგილების უფლება ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფის მოქმედების გამო იზღუდება.

„მოქმედი კანონი ამბობს, რომ ადამიანებს აქვთ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, მაგრამ, ქუჩის საავტომობილო სავალი ნაწილის გადაკეტვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე ხდება აუცილებელი. სწორედ კანონის ამ მოთხოვნას არღვევდა ყოველდღიურად მომიტინგეთა მცირე ჯგუფი - რამდენიმე ათეული, ზოგჯერ, ასეული ადამიანი - და თავის ნებას ახვევდა თავს ამ ქვეყნის ასობით ათას მოქალაქეს, რომელთაც დისკომფორტს უქმნიდა. ასეთ დროს სახელმწიფოს არათუ უფლება აქვს, არამედ, ვალდებულია, რომ დაიცვას იმ ადამიანების უფლებები, რომელთა თავისუფალი გადაადგილების უფლება იზღუდება. სწორედ ამიტომ იქნა მიღებული ისეთი კანონები და წესები, რომელიც უზრუნველყოფს იმ დემოკრატიული სტანდარტის დაცვას, რასაც საქართველოს კონსტიტუცია და თუნდაც შეკრებისა და მანიფესტაციის კანონი ითვალისწინებს“, - აღნიშნა სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×