რეზონანსი
17.10.2025

დღევანდელი დასავლური პროპაგანდა დიდად არ განსხვავდება საბჭოთა ეპოქის ნაცნობი კლიშეებისგან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს უზარმაზარი მოთხოვნაა ახალ ამბებზე, რომლებიც განსხვავდება გაცვეთილი დასავლური პროპაგანდისგან.

„სიმართლე გითხრათ, დღევანდელი [დასავლური პროპაგანდა] დიდად არ განსხვავდება საბჭოთა პროპაგანდის ცნობილი კლიშეებისგან, საბჭოთა პერიოდისგან, როგორც ეს ამ ოთახში მყოფთა უმეტესობამ იცის. ასე მუშაობენ ისინი“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი წლების განმავლობაში ასწავლიდა რუსეთს სიტყვის თავისუფლებას და ახლა მისი აკრძალვა სურს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×