რეზონანსი
17.10.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსს, ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მას საქმის მასალები ცოტა ხნის წინ გადასცეს, თუმცა, ის მოცულობითია, რამდენიმე ტომისგან შედგება და ჯერ გაცნობილი არ არის.

სავარაუდოდ, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის განცხადებით, ირაკლი შაიშმელაშვილს „ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×