
გრიგოლ ლილუაშვილის სახლთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. სუს-ის ექს-შეფის ბინის კარს ორი ვიდეოსათვალთვალო კამერა უყურებს. ადგილზე სამართალდამცველები არ შეინიშნებიან.
სად არის თავად გრიგოლ ლილუაშვილი ან თუ იციან რაიმე დღეს ჩატარებული ჩხრეკის შესახებ, თუმცა მაღალჩინოსნის მეზობლები ამბობენ, რომ არაფრის საქმის კურსში არ არიან.
"არაფერი გამიგია, წარმოდგენა არ მაქვს. არასდროს მინახავს ლილუაშვილის ოჯახის წევრები. არ ვიცი, არაფერი დამინახავს, - ამბობენ მეზობლები.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დღეს დილიდან ჩხრეკა ჩატარდა საქართველოს ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის და ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლებში.
როგორც მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ფული.
მისივე თქმით, ძალოვენები იმყოფებოდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს ექს-მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული პირების სახლებშიც.