რეზონანსი
17.10.2025

კობახიძეს მხოლოდ სახელის შეცვლა დარჩა, სხვა თვალსაზრისით „ოცნება“ გარდაქმნა ახალ პარტიად, ამ მოცემულობას ქოცებიც და ანტიქოცებიც უნდა შეეგუონ, - წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე და საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.

დობორჯგინიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ცვლილება 2024-ის არჩევნების შედეგად რეალურად მოხდა.

„კობახიძეს მხოლოდ სახელის შეცვლა დარჩა, სხვა თვალსაზრისით ოცნება გარდაქმნა ახალ პარტიად, ამ მოცემულობას ქოცებიც და ანტიქოცებიც უნდა შეეგუონ. ხელისუფლების ცვლილება 2024-ის არჩევნების შედეგად რეალურად მოხდა და მათ შორის ნებისმიერი ოპოზიციური აქტორი უნდა ითვალისწინებდეს ახალ მოცემულობას. თამაშის წესები შეიცვალა, კობახიძემ გამოცვალა ყველაფერი, შსს, სუსი, ჯანდაცვის სამინისტრო, სსიპების დონეზეც წმენდა ჩაატარა, ეკონომიკის სამინისტრო, ღარიბაშვილის მინისტრები და მოადგილეები ზოგი გაყარა ზოგი დააკავა და ახლა ღარიბაშვილის ჯერიც დადგა. "რუსული რეჟიმის" ქიმერის მიღმა უნდა დაიწყოს ოდესმე ანალიზი, სხვა სისტემასთან გვაქვს საქმე სხვა მოქმედების ლოგიკით. ოპოზიციური მედიაც არ ამტკიცებს, რომ კობახიძე კორუმპირებულია, ფული არაა კობახიძის პოლიტიკაში ყოფნის მიზეზი, რაღაც ხედვა აქვს რასაც მიჰყვება და პროცესში სულერთია ღარიბაშვილის დაჭერა მოუწევს თუ ნაცის.”- წერს დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×