რეზონანსი
17.10.2025

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ უმაღლესი განათლების რეფორმის გამკრიტიკებელ, ლუკა ნაჭყებიას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ „სავარაუდოდ სკოლაში არასოდეს არ უვლია, ვინაიდან უჭირს შეფს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა“.

მისივე შეფასებით, უკეთესი იქნება შეფი ლუკა მიეტანოს მჟავეულობას და ცხარე საჭმელებს, ვინ იცის იქნებ ცნობიერი აუმუშავდეს და წაკითხულ-მოსმენილიდან აზრი გამოიტანოს.

„ამას რაღა უნდა კიდევ? სწორედ ასეთებზეა ნათქვამი: " კუმ ფეხი გამოყო..."

ეს შეფია თუ "პოვარი" ვინმე ლუკა ნაჭყებია, რომელსაც ჭამა-ყლაპვაში უთენდება და უღამდება(ეტყობა კიდევაც ფიზიონომიაზე) სავარაუდოდ სკოლაში არასოდეს არ უვლია, ვინაიდან უჭირს შეფს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა.

ამიტომაც შეფი ლუკა რას წერს, რას ბოდავს, რას ჩმახავს, რას მიედ-მოედება საკითხავია: ნეტავ თავად თუ იცის? ასეთებს 12 კლასი კი არა ოცდათორმეტი, რომ დაამთავრებინოს სახელმწიფომ და მერე მიაყოლებინოს კიდევ 35 წლიანი უმაღლესი განათლება, საფიქრებელია სიცოცხლის მიმწუხრს "სმა-ჭამა დიდად შესარგის" მეტი მაინც არაფერი არ ეცოდინება. ამიტომაც ამაყად ბჭობს და ჭკუას გვარიგებს შეფ-ბიჭი ლუკა.

ასეთებზეა მორგებული სად შეფ-მზარეული და სად ჩაქაფულიო.

ამიტომაც უპრიანი იქნება შეფი ლუკა უფრო მიეტანოს მჟავეულობას და ცხარე საჭმელებს, ვინძლო ვინ იცის იქნებ ცნობიერი აუმუშავდეს და წაკითხულ-მოსმენილიდან აზრი გამოიტანოს”, - წერს გვენეტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×