რეზონანსი
17.10.2025

ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ქართული სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად.

„ქართული ოცნება“ რეპრესიულ ზომებს იღებს, ზომებს, რომელიც ცხადად შთაგონებულია რუსული პროპაგანდისტული მანქანით. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას. რა თქმა უნდა, რაც იქ ხდება, ეს არ არის შეუმჩნეველი. სწორედ ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ სანქციებზე. ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ფული არ წავიდეს საქართველოს ხელისუფლების მიმართულებით. ჩვენ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად, ჟურნალისტების და ყველას დასახმარებლად, ვინც მშვიდობიანად მუშაობს უკეთესი მომავლისთვის და უარს არ ამბობენ იმედსა და ღირებულებებზე, რომლებსაც ევროპა განასახიერებს“, - განაცხადა ჰიპერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×