რეზონანსი
17.10.2025

შს მინისტრის, გელა გელაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობეს დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდა და ჭრის კვალი არ დადასტურდა.

მისივე თქმით, ღობე ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა.

„ამაზე საუბარი უხერხულიცაა და სასაცილოც. ჩვენ დამატებითი ექსპერტიზა დავნიშნეთ. კითხვის სახით დავსვით, ჰქონდა თუ არა ჯებირებს ჭრის კვალი.

რეალურად, ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნა დაზიანებები, რაც არის. ჭრის კვალი არ აღინიშნება. დამატებითი ექსპერტიზის პასუხები უკვე არსებობს“, - განაცხადა მინისტრმა, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×