რეზონანსი
17.10.2025

გამოცემა The Telegraph-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილად უნგრეთის დასახელება ევროკავშირისთვის მტკივნეული დარტყმაა.

გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ევროპისთვის დამამცირებელია. ამერიკის პრეზიდენტმა აირჩია ქვეყანა, რომლის ლიდერსაც ბრიუსელი მუდმივად აკრიტიკებს და გაერთიანების რეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ტრამპი-პუტინის სამიტის ადგილად ბუდაპეშტის არჩევით ხაზი გაესვა უკრაინის სამშვიდობო პროცესში ევროკავშირის მეორეხარისხოვან როლს, ისევე, როგორც ეს მოხდა ღაზის სექტორში ომის დასრულების შემთხვევაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×