
კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ კავთისხევის გზაზე მომხდარ ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
თვითმხილველები წერენ, რომ მანქანა ავარიის შედეგად აფეთქდა და სამივე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. დადგენილია სამივე დაღუპულის ვინაობა. გარდაცვლილები სოფელ ნიჩბისიდან იყნენ. დაღუპულები არიან მახო ლელუაშვილია, ლერი ხიზანიშვილი და გურამ გოჩიაშვილი.
"შევესწარი ამ ავარიას, საშინელებაა მოხდა, ხეს შეეჯახა მანქანა, აფეთქდა და 3 ადამიანი დაიწვა შიგნით" - ჰყვებიან თვითმხილველები.
როგორც "ამბებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ambebi.ge