რეზონანსი
16.10.2025

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, საქართველოში FARA-ს ზუსტი ანალოგი გაუქმდეს იმ მიზეზით, რომ ამერიკული კანონი "საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას", სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ ამგვარი უსამართლო დავალებების გახმოვანებას ქართული საზოგადოებისთვის უკვე ჩალის ფასი აქვს.

მისი განცხადებით, ნათელია, თუ რა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა "დიფ სთეითმა" ვენეციის კომისია, ვინაიდან, მათ უწევთ იმის მტკიცება, რომ რაც მისაღებია აშშ-ში, ის საქართველოში ცუდი და მიუღებელია.

"არც არაფერია ანუ იგივეა, რაც შესანიშნავ ქართულ კომედიურ ფილმ "უდიპლომო სასიძოშია" ნათქვამი, ოღონდაც, ამ შემთხვევაში, ინტერპრეტირებულად: "უკვე მექანიკურად გექცათ ძია ვენეციელებო უსამართლო, ჩვენს მიმართ, ჩვენთვის აწ უკვე ჩალის ფასი დავალებების გახმოვანება, მექანიკურად". ანუ, თურმე, ნუ იტყვით და რაც კარგი და მისაღებია აშშ-თვის, ის საქართველოსათვის ცუდი და მიუღებელი ყოფილა, ოღონდაც გააჩნია რა შემთხვევაში.

აქედან გამომდინარე დასკვნა: მსოფლიოში მყოფი ყველა საღად მოაზროვნისათვის მკაფიო და ნათელია თუ რა უხერხულ და საშინელ  დღეში ჩააყენა მათივე შემქმნელმა, მარჩენალმა "დიპ სტეიტმა" ერთ დროს ისეთი ორგანიზაცია, როგორიც იყო პოსტსაბჭოთა სივრცისათვის "ვენეციის კომისია".

თუმცა, არა უშავს, ვინაიდან, ისეთი შეუქცევადი პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, რომ  მოკლე ხანში ყოველივე ამ უმსგავსოებას, უსინდისობას და  უსამართლობას დაესმება საბოლოო წერტილი." - წერს ედიშერ გვენეტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×