
როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები 4 ოქტომბრის შემდეგ, როგორი იქნება ვაშინგტონისა და ბრიუსელის რეაქცია მმართველი გუნდის კრიტიკულ განცხადებებზე, ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი საუბრობს:
"არა მგონია, რომ 4 ოქტომბრის დრამატული პროცესების ეპიცენტრი პრეზიდენტის სასახლე შემთხვევით გახდა. ვფიქრობ, ზურაბიშვილი, ნებსით თუ უნებლიეთ, თავიდანვე იყო ამ პოლიტიკური სცენარის ნაწილი, მან კი მოასწრო და სასწრაფოდ გაემიჯნა პროცესს, მაგრამ ფაქტია, ივანიშვილისთვის ზურაბიშვილის "დასჯა" ერთგვარად გარდაუვალ ნაბიჯად იქცა. ეს მომენტი, უნდა ითქვას, იდეალურად არის შერჩეული. ახლა, როცა ასობით ადამიანი დაკავებულია, მაგრამ ზურაბიშვილის წინააღმდეგ ნებისმიერი მოქმედება, სამართლებრივი თუ პოლიტიკური, მხოლოდ ერთ რამეზეა დამოკიდებული - სურვილზე.
ოპოზიციურ წრეებში სალომე ზურაბიშვილი ბევრს არ უყვარს. არ არის გამორიცხული, მისმა დაკავებამ საზოგადოების ერთ ნაწილში კმაყოფილებაც კი გამოიწვიოს. თუმცა სულ სხვა ამბავია გარე რეაქცია. ეს ნაბიჯი შეიძლება ბოლო წვეთი აღმოჩნდეს იმ მოთამაშეების მოთმინების ფიალაში, ვინც საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჯერ კიდევ ინარჩუნებს დიპლომატიურ თავშეკავებას. ორივე პრეზიდენტის, სააკაშვილისა და ზურაბიშვილის ერთდროული პატიმრობა იქნება მოვლენათა ისეთი სიმძაფრის ნიშანი, რომელიც ძნელად წარმოსადგენია თანამედროვე დემოკრატიულ სივრცეში. ასეთი მაგალითი დღევანდელ ევროპაში არ მოიძებნება. სწორედ ეს საერთაშორისო ფაქტორი შეიძლება გახდეს ის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც შეაჩერებს ივანიშვილს ამ ნაბიჯის გადადგმისგან..." - განუცხადა "კვირია პალიტრას" ამალიტიკოსმა.