რეზონანსი
14.10.2025

 ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი, ეწვიოს საოკუპაციო ხაზს და თავად ნახოს იქ არსებული მდგომარეობა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს თავმჯდომარესთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს სწორი აღქმები იმ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს აქვს.

„ამავდროულად, ფინეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია ჰყავს. მასში ასევე არიან ფინეთის მოქალაქეები წარმოდგენილი. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ, რომ ეს მისია არის საქართველოში. დღესდღეობით ჩვენთვის ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია, რომელიც ადგილზე უწევს მონიტორინგს არსებულ სიტუაციას. რა თქმა უნდა, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას შესაძლებლობა აქვს, ასევე მეგზურობა გაუწიოს და გარკვეული ინფორმაცია მიაწოდოს, როგორც დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, იმასთან დაკავშირებით, რა ხდება საქართველოს საოკუპაციო ხაზზე. ჩვენ დღეს გვქონდა შესაძლებლობა, ამ საკითხზე ბევრი გვესაუბრა, ბევრი განგვეხილა, როგორ ვხედავთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, მისი მოგვარების შესაძლებლობებს, ოკუპაციის შედეგებს, თუ რა არის, როგორი გავლენა აქვს მას ჩვენს მოსახლეობაზე. მინისტრს ხვალ ექნება შესაძლებლობა, ნახოს ეს საოკუპაციო ხაზზე", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×