რეზონანსი
14.10.2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთშია. ის საქართველოს ნაკრების თამაშს შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს.

პრეზიდენტს სტამბოლის აეროპორტში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილე დახვდა.

დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრას გამართავს. ქართველი ფეხბურთელები სტუმრად თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. სამი ტურის შემდეგ თურქები ქართველებს სატურნირო ცხრილში, სამი ქულით უსწრებენ და დღეს გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი მეტოქეს ქულებით გაუთანაბრდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×