რეზონანსი
14.10.2025

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებას ეხმიანება, რომელთა შეფასებითაც, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების ინიციირება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას წარმოადგენს და მიიჩნევენ, რომ ახალი ცვლილებებით ხელისუფლება ცდილობს პროტესტის ნებისმიერი ფორმა აკრძალოს.

„აი, ეს არის ე.წ. არასამთავრობოების მაღალი კომპეტენცია. ათი კაცი რუსთაველის გამზირს რომ ვერ გადაკეტავს, დემოკრატია დაგვემხობა თავზე თურმე. შეიკრიბოს საკმარისი რაოდენობა და ეს კანონი მათ არ შეეხება. აკაცუკიზმი უნდა დასრულდეს. თუ უნდათ, ექსპერიმენტი ჩაატარონ. მივიდნენ პარიზში, ლონდონში, ბერლინში 50 კაცი თუნდაც, გადაკეტონ ცენტრალური გამზირი და როგორც იქ მოიქცევა პოლიცია, ვთხოვოთ ჩვენ პოლიციას, რომ გაიმეოროს“, - წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×