რეზონანსი
14.10.2025

„იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მავნებლობენ და ძალადობენ, როგორც ხელისუფლებაზე, ასევე, საზოგადოებაზე და ზოგადად, ქვეყანაზე, რა თქმა უნდა, უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური მოღვაწეობა“, - განაცხადა მედიასთან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, ასეთი პოლიტიკური პარტიები საკანონმდებლო დონეზე უნდა იკრძალებოდეს.

„ასეთი პარტიები უკვე კარგად ნაცნობია საზოგადოებისთვის და ისინი სამართლებრივადაც ისე უნდა გაირიყონ, როგორც საზოგადოება რიყავს მათ პოლიტიკურად ყველა არჩევნებზე.

არცერთ არჩევნებზე მათ მხარს არ უჭერენ, რადგან ისინი ერთი მრწამსით არიან - როგორ ავნონ ქვეყანას, როგორ დააზიანონ, როგორ დაემორჩილონ გარე ძალებს და დაამორჩილონ საკუთარი ქვეყანაც. ამიტომ, ასეთი პოლიტიკური პარტიები საკანონმდებლო დონეზე უნდა იკრძალებოდეს, რომ მათ პოლიტიკური მოღვაწეობის არავითარი, მათ შორის, არც სამართლებრივი საშუალება არ ჰქონდეთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×