რეზონანსი
14.10.2025

„კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ „ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა ოპოზიციის ჩარეცხვასთან დაკავშირებით.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, ჩერგოლეიშვილი რასაც ამბობს, სასაცილოა.

„თამარ ჩერგოლეიშვილი რას ამბობს, სასაცილოა. ჩაირეცხოს ოპოზიციაო და წარმოიდგინეთ, ყველა რომ ჩაირეცხოს, ოპოზიციის ყველა სპექტრს ვგულისხმობ და ეს რომ დარჩეს, მაშინ, თავი აქვს მოსაკლავი საქართველოს. რატომ? - მისი განცხადებებიდან გამომდინარე. ბევრი წელი დახარჯა საქართველომ ამ ცოლ-ქმარზე და იმიტომ ვართ ამ დღეში”, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×