რეზონანსი
12.10.2025

ეს არის ცრემლების საღამო და ბედნიერების საღამო, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მძევლების მოსალოდნელ გათავისუფლებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ნეთანიაჰუმ აღნიშნულს ისტორიული მოვლენა უწოდა.

მან ხაზი გაუსვა ეროვნული ერთიანობის მნიშვნელობას.

„ვიცი, რომ ჩვენ შორის ბევრი კამათია.... მაგრამ, ამ დღეს, და იმედი მაქვს, რომ იმ პერიოდშიც, რომელიც თითქმის მოგვიახლოვდა, ყველა მიზეზი გვაქვს, რომ ის გვერდზე გადავდოთ, რადგან ერთობლივი ძალით მივაღწიეთ სანახაობრივ გამარჯვებებს, გამარჯვებებს, რომლებმაც მთელი მსოფლიო გააოგნა", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუმ ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ "სამხედრო კამპანია არ დასრულებულა".

"ჩვენს წინაშე კვლავ დიდი უსაფრთხოების გამოწვევებია. ჩვენი ზოგიერთი მტერი ცდილობს აღდგეს, რათა კვლავ დაგვესხას თავს", - განაცხადა მან.

ისრაელის პრემიერის თქმით, „ჩვენ გადავლახავთ გამოწვევებს და გამოვიყენებთ შესაძლებლობებს".

პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა დაპირებები, რომლებიც მძევლების ოჯახების მონახულებისას მისცა და მადლობა გადაუხადა ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს და დაღუპულთა ოჯახებს.

„ხვალ ახალი გზის დასაწყისია", ამბობს ნეთანიაჰუ და დასძენს: "აღმშენებლობის გზის, განკურნების გზის და, იმედი მაქვს, ერთიანობის გზის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×