რეზონანსი
12.10.2025

პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იაროსლავ კაჩინსკიმ მოქმედი პრემიერი დონალდ ტუსკი გერმანიის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. მწვავე განცხადებები მან ვარშავაში გამართულ მიტინგზე გააკეთა. როგორც პარტია „კანონი და სამართლიანობის" ლიდერმა განაცხადა, ტუსკი და მისი გუნდი პოლონეთის გერმანულ კოლონიად გადაქცევას ცდილობენ, რასაც პოლონელი ხალხი უნდა დაუპირისპირდეს.

„პოლონეთი უნდა იყოს თავისუფალი, სუვერენული ქვეყანა. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც გერმანიის დღის წესრიგს ატარებს. ტუსკი და მისი სამოქალაქო კოალიცია ცდილობენ პოლონეთი გერმანულ პროტექტორატად და კოლონიად გადააქციონ. ჩვენ ამას უნდა ვებრძოლოთ. ჩვენ ტუსკი და მისი მთავრობა უნდა გავუშვათ", - განაცხადა კაჩინსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×