
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ზელენსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან მაკრონს პრიორიტეტული საჭიროებების, პირველ რიგში, საჰაერო თავდაცვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთი ამჟამად არსებული სიტუაციით სარგებლობს, რადგან ქვეყნების მაქსიმალური ყურადღება ახლა ახლო აღმოსავლეთისკენაა მიმართული.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული დარტყმები სულ უფრო სასტიკი ხდება.
ზელენსკის ცნობით, მხარეებმა სატელეფონო დიალოგის დროს სწორედ ეს საკითხი და რუსულ თავდასხმასთან გამკლავების გზები განიხილეს.
„განვიხილეთ, თუ როგორ გავუმკლავდეთ ამას. კერძოდ, ჩვენ ვმუშაობთ PURL-ის პროგრამის გაფართოებაზე. ასევე ვმუშაობთ, რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიმართულებით", - აღნიშნავს ზელენსკი.