
ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, მიუთითებს ვერსიაზე, რომ ათონელზე მდებარე ღობე აქციამდე წინასწარ იყო მოყანყალებული, რაც შესაძლო უსაფრთხოების სამსახურის ჩარევის ნიშნად განიხილება.
"მე ადვოკატმა მითხრა, ვინც იცავს 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს, მათი უფლებადამცველია, რომ მან რამდეჯერმე განმეორებით უყურა კადრებს, სადაც, აშკარად დღესავით ნათელი იყო, რომ ეს ღობეები ათონელზე წინსწრებად იყო მოყანყალებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ აზრს, რომელიც საზოგადოებაში მუსირებს, რომ ფაქტია, რაღაცა სუსის ჩარევას და ინფილტრაციას ჰქონდა ადგილი, - ამბობს ბოკუჩავა.