რეზონანსი
12.10.2025

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ტაშკენტის ქუჩაზე "ფორდი"-ს მარკის ავტომობილი ზებრა გადასასვლელზე ქვეითს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

ავარიის დროს დაშავდა 35 წლამდე ქალი, პირველადი დახმარების შემდეგ პაციენტი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×