რეზონანსი
11.10.2025

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღაზის სექტორში ჩასვლის სურვილი გამოთქვა. ქალაქ რიზეში გამართულ მმართველი პარტიის გაფართოებული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა ისრაელს მოუწოდა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

„ნება მომეცით, პირდაპირ და ცალსახად განვაცხადო: თურქეთი თურქეთზე დიდია. აქტიური საგარეო პოლიტიკით, პრინციპული პოზიციითა და დიპლომატიური გამოცდილებით, ჩვენი ქვეყანა ბოლო დროს მიმდინარე პროცესის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად იქცა. ჩვენმა პალესტინელმა ძმებმა, განსაკუთრებით კი „ჰამასმა“, გონივრული დამოკიდებულებით აჩვენეს, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. შესაბამისად, ორწლიანი ჩაგვრის, გენოციდის, ნგრევისა და სისასტიკის შემდეგ, ღაზის მცხოვრებლების სახეებზე პირველად ღიმილი გაჩნდა, თუმცა სუსტად. ჯერ მე წავალ ღაზაში, შემდეგ კი თქვენ. ვინც რას უნდა ამბობდეს, ჩვენთვის მისაღებია ყველა ძალისხმევა, ყველა ხელმოწერა და ყველა ნაბიჯი, რომელსაც ღაზის დაჩაგრული და დაზარალებული მოსახლეობისთვის შვება მოაქვს”, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×