
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადება მედიასთან გიორგი გაბუნიამ შეაფასა. როგორც კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის" ლიდერმა აღნიშნა, სწორად ფასდება ის საფრთხე, რაც დღეს ევროპის საზოგადოებასა და ქვეყნებს აწუხებს.
„მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, მიზნად ისახავს, რომ ასეთი მავნებლური იდეისგან მოხდეს საქართველოსა და ქართული საზოგადოების დაცვა. სწორად ვაფასებთ იმ უდიდეს საფრთხეს, რაც დღეს ევროპის საზოგადოებასა და ქვეყნებს აწუხებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს საზოგადოებას არ მივაკაროთ ის უდიდესი მავნებლობა, რომლებსაც დღეს ევროპულ ქვეყნებში ვხედავთ", - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ევროკავშირის ახალ ლგბტქ+ სტრატეგიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში.