
თუ პოლიტიკურ ველზე ახალი რეალობა იქნება, ეს კარგია მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა" იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკური ველი გაჯანსაღდება.
„ჩვენი მიზანიც, „ქართული ოცნების" გუნდის წევრების მიზანიც სწორედ ის არის, რომ პოლიტიკური ფონი გაჯანსაღდეს და პოლიტიკაში აღარ იყვნენ ჩართულები აგენტები კოლექტიური „ნაცმოძრაობის" სახით.
სწორედ ამიტომ არის, რომ ვამზადებთ სარჩელს, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ამ აგენტურის გაუქმების მოთხოვნა იქნება დაყენებული სასარჩელო მოთხოვნის სახით.
გვაქვს მოლოდინი, რომ დიახ, კანონიერ და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო და გააუქმებს აგენტურულ, ე.წ. პარტიებს ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.