რეზონანსი
11.10.2025

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის „შემაწუხებელი" უწოდა, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მემუარებშია ნათქვამი.

მემუარების თანახმად, ბაიდენმა ზელენსკი 2023 წლის ივნისში, ნატო-ს სამიტზე მიიწვია, რომლის დაწყებამდეც უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით მკაფიო ფორმულირება მოითხოვა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ამ სიტუაციამ ბაიდენი ძალიან გააღიზიანა.

ყოფილმა გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საბოლოო დეკლარაციაში უკრაინასთან დაკავშირებული პუნქტები წინასწარ იყო შეთანხმებული უკრაინულ მხარესთან.

„სწორედ ამიტომ, სამიტის პირველ დღეს მომხდარი მოვლენა გაგვიკვირდა. ვილნიუსში მიმავალმა ზელენსკიმ ტვიტი გამოაქვეყნა, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა ნატო-ს. მან „აბსურდული" უწოდა იმას, რომ ალიანსმა არ წარმოადგინა გრაფიკი არც უკრაინის ნატო-ში მოწვევისა და არც მისი წევრობისთვის", - აღნიშნულია მემუარებში.

სტოლტენბერგი წერს, რომ ამერიკელები გაღიზიანებული იყვნენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მზად იყვნენ, გადაეხაზათ ყველაფერი, რაც უკრაინის მხარდაჭერას უკავშირდებოდა.

„ბაიდენი, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა, დაიხარა და თქვა: „როგორც ამერიკაში ამბობენ, ის შემაწუხებელია", - წერს სტოლტენბერგი.

მოგვიანებით ზელენსკიმ ნატო უმოქმედობაში დაადანაშაულა და სამხედრო დახმარების გაზრდა მოითხოვა.

სტოლტენბერგის თქმით, სწორედ მან უბიძგა ზელენსკის რუსეთთან მოლაპარაკებისკენ და ფრონტის ხაზზე ომის დასრულებაზე დათანხმებისკენ.

„როდესაც პირველად მივანიშნე უკრაინაში ომის „ფინური გადაწყვეტის" შესახებ, ზელენსკიმ კატეგორიულად უარყო ნებისმიერი ტერიტორიის დათმობის იდეა. თუმცა, დროთა განმავლობაში, ის ამ იდეას ნაკლებად უარყოფდა და პირობა წამოაყენა - ნატო-ში წევრობის სანაცვლოდ", - წერს იენს სტოლტენბერგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×