რეზონანსი
11.10.2025

UFC-ს მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ შვილთან ერთად ალიკანტეში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები მოინახულა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც ქალაქ ელჩეში ესპანეთთთან გამართავს.

„ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ნაკრებისთვის და საქართველოსთვის დღევანდელი თამაში. არამხოლოდ ისინი, არამედ მთელი საქართველო აიხდენს ოცნებას, თუ მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდებით. სულით და გულით ნაკრებთან ერთად ვიქნები", - აღნიშნა თოფურიამ.

ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული გუნდების მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×