რეზონანსი
11.10.2025

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ცდილობს გაემიჯნოს გადატრიალებისა და დამხობის სცენარს, კარგად იყო ინფორმირებული თუ როგორ უნდა განვითარებულიყო მოვლენები 4 ოქტომბერს.

სახელისუფლებო გუნდში ასევე იხსენებენ იმ გაფრთხილებელ განცხადებებსა და მოწოდებებს, რომლებიც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ისმოდა.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის აქტორები ირიბად და პირდაპირ იყვნენ 4 ოქტომბრის ძალადობრივ სცენარში ჩართულები.

„ვიდეოარქივი ყველაფერს ინახავს და შესაბამისად, ოპოზიციონერების გარკვეული ნაწილი, რომლებიც 4 ოქტომბრის ძალადობრივი დამხობის სცენარს ემიჯნება, მათაც ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდნენ. ჩვენ ვაფრთხილებდით მათ, რომ მსგავსი სცენარი არ განევითარებინათ, თუმცა არ გაითვალისწინეს ეს გაფრთხილება. ზოგი ახლა ამ პროცესს ემიჯნება, ვითომ იქ არ იყვნენ და ა.შ. თუმცა. ეს საბავშვო ბაღი არ არის და ჩვენმა საზოგადოებამ ყველაფერი კარგად დაინახა და იციან, რომ ეს ყველა აქტორი ირიბად ან პირდაპირ იყო ჩართული 4 ოქტომბრის ძალადობრივი დამხობის სცენარში", - აცხადებს მაჭავარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×